ყაჩაღობა და საზარელი მკვლელობა გორის რაიონში
გორის რაონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას წლებია არ ახსოვთ ისეთი საზარელი მკვლელობა, როგორიც მოხდა გასულ კვირას. საკუთარ საცხოვრებელ სახლში თინათინ მანძელაშვილი ბიძაშვილმა ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილი ნახა. პოლიციამ თავდაპირველად თვითმკვლელობის ვერსია წამოაყენა, მაგრამ მოკლულს ძალადობის ნიშნები სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე აღენიშნება, მათ შორის თავის არეში. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და სამართალდამცველებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებენ. ყაჩაღობის ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ დაკარგულია გარდაცვლილის საფულე და გარკვეული თანხა.გარდაცვლილი წარმოშობით ზემო სვანეთიდანაა და აუმრავი ჭირისუფალი სვანი დღეს ზეღდულეთშია შეკრებილი. გორის რაიონში ვენდეტის სუნი ტრიალებს.
No comments:
Post a Comment