add by be news

"ხელოვანების აქცია ბათუმში გრძელდება"


გუშინ ბათუმში საღამოს აჭარის სახელმწიფო ანსამბლის გაფიცულმა წარმომადგენლებმა, რომლებიც უკვე 3 დღეა აქციებს 24 საათიან რეჟიმში მართავენ,  აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-კონცერტი გამართეს.


მათი მოთხოვნები უცვლელია, როგორც მოგეხსენებათ ისინი ითხოვენ ოთარ მიქელაძის გადადგომას და იმ ადამიანების სამსახურში აღდგენას, რომლებიც ოთარ მიქელაძემ სამსახურიდან უმიზეზოდ გაათავისუფლა, ასევე მათი ერთერთი მოთხოვნაა მათი ყოფილი ხელმძღვნელის თემურ ქორიძის იმ თანამდებობაზე აღდგენა, რომელიც ოთარ მიქელაძეს აქვს დაკავებული.
დღეს კი აქციის ორგანიზატორები ფართო მაშტაბიან აქციას გეგმავენ, მათივე ინფორმაციით მათ შეუერთდებათ სტუდენტები და აჭარის რამოდენიმე ანსამბლის წარმმადგენლები, ასევე აქციის მონაწილეები მოუწოდენენ ქალაქ ბათუმის მცხოვრებლებს რომ მიიტანოს ყველამ მათი პრობლემა და არა მარტო მათი მთლანი ქალაქის პრობლემა და დაუდგნენ მათ გვერდით.

No comments: