add by be news

სასწრაფოდ: ხულოს მოსახლეობა მთავრობას დაუპირისპირდა




ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე , კალაძეს მოადგილე ელოშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ხულოში იმყოფებოდნენ.


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა

თუმცა შეხვედრამ დაძაბულად წარიმართა და  მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა  მუნიციპალიტეტი.ამის შესახებ  ადგილობრივმა გურამ ხოზრევანიძემ აცნობა. მისივე ინფორმაციით,  სოფლის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცეს, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. 
მისივე თქმით, მოსახლეობა თავდაპირველად კომპენსაციებს და სოფლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს, რის გამოც მორიგეობა დააწესეს და ჰესის სამშენებლო სამუშაოს დასაწყებად ტექნიკის შეყვანის საშუალებას არ აძლევენ.
"დაპირისპირება იყო, მოსახლეობაა შეკრებილი და სანამ სოფლის პრობლემას არ მიხედავენ, ტექნიკას სამუშაოდ არ შეუშვებენ. მოსახლეობამ მორიგეობა დააწესა. ახლა სიტუაცია ოდნავ განიმუხტა. სოფლიდან რამდენიმე კაცი ესაუბრება მთავრობის წარმომადგენლებს. აქ იმყოფება არჩილ ხაბაძე, ენერგეტიკის სამინისტროს და გარემოს დაცვის თანამშრომლები", - აღნიშნა გურამ ხოზრევანიძემ.
ამასთან, როგორც სოფლის გამგებელი რამაზ იაკობაძე აცხადებს, დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, მოსახლეობამ მთავრობას წერილობით მიმართა და ჰესის მშენებლობაზე აზრი გამოთქვა.
"რამდენიმე ადამიანთან ერთად, შეკრებილები არიან მთავრობის წარმომადგენლები. არავითარი პროვოკაცია არ ყოფილა. მოსახლეობა სოფლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათ თავიანთი აზრი აქვთ კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა რამაზ იაკობაძემ. 


No comments: