add by be news

გრიგოლ ვაშაძე" ვერ მოვითმინე "


"ვერ მოვითმინე. გუშინ რაღაც ყვითელ გაზეთში გამოქვეყნებული და შემდგომ FB-ზე დადებული მასალა მომხვდა თვალში, სადაც подленький "სიმართლის მოყვარული" ამტკიცებს, რომ საქართველოდან მაღალჩინოსნები 2008 წლის რუსეთთან ომის დროს უკანმოუხედავად გარბოდნენ.


მინდა ვთქვა, რომ 09.08.08-ში ნაშუადღევს გაუთავებელი მოგზაურობის შემდეგ (ჩვენი აეროპორტი უკვე მწყობრიდან იყო გამოყვანილი, ქვეყნის საჰაერო სივრცეში კი ასობით "ერთმორწმუნე" თვითმფრინავი იმყოფებოდა), ნინო კალანდაძე, ნიკა რურუა და გიგა ბოკერია თბილისში ჩამოვიდნენ. კალანდაძე და ბოკერია მაშინვე საგარეოში მოქანდნენ. რურუა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, - პრეზიდენტის სასახლეში წავიდა. დიმა გვინდაძეს (ნიკა ნათბილაძის და კიდევ ბევრის) დამსახურებაა, რომ ფინანსური სისტემა არ ჩამოიშალა.
7 დღე ნინო, და სხვათა შორის, ეკა ზღულაძე, ეკა ხერხეულიძე სამინისტროს ყველა თანამშრომელთან ერთად სამინისტროდან არ გასულან.
და ესენი სად იყვნენ, ეხლა პერანგს რომ იხევენ ტანზე? მაშინ, როდესაც დეპარტამენტის დირექტორები თვითონ ბეჭდავდნენ დოკუმენტებს, და თვლით გვყავდა ხალხი? რატომ არცერთი არ მოვიდა საგარეოში და არ გვკითხა: "იქნებ რამეთი დაგეხმაროთო?"
P. S. მეწყინა, რომ ეს დღეს პოსტებზე მყოფმა ხალხმა არ თქვა. გეშინიათ?"_ წერს ვაშაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

No comments: