add by be news

სკანდალი: "ვინ ალაგებს ქობულეთში ქართული ოცნების პოლიტიკურ სამზარეულოს"








ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია რომ ქობულეთში იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი, რომელიც ცდილობს ქობულეთში დაალაგოს პოლიტიკური სამზარეულო.


შეხვედრა ქობულეთის ერთერთ  რესტორანში მიმდინარეობს, საინტერესოა ის ფაქტი რომ შეხვედრას არ ესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრი ოცნებიდან ფატი ხალვაში და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ალასანიას პარტიიდან ანზორ თხილაიშვილი, რადგან მათ ვერ შეძლეს დაელაგებინათ სიტუაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
შეხვედრას ესწრება ქობულეთის გამგებელი გიორგი რომანაძე, რომლის გამგებლობის ბედი სავარაუდოდ უკვე გადაწყვეტილია, როგორც გვითხრეს მას ახლო მომავალში ჩაანაცვლებს ამირან ლაზიშვილი, რომელიც შეხვედრას რომანაძესან ერთად ესწრება.
გიორგი რომანაძე კი სავარაუდოდ ოცნების  ნომერ პირველი სახე იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე,.
ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდა ქართული ოცნების აქტივისტებმა რომელთა ვინაობასაც ჩვენ მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, მათი განცხადებით საარჩევნო სიებში ისინი  უნდა ჩასვან და არ უნდა წყვეტდეს ტრიპოლსკი ვინ იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე სიაში.
საინტერესოა რამდენად დაალაგებს ტრიპოლსკი სიტვაციას ქობულეთში?



No comments: