add by be news

ჩემპიონთა ლიგის 13/14 წლების სეზონის ყველაზე ძვირი ფეხბურთელები

ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საკამოდ ხმაურიანად დაიხურა - გარეთ ბეილი ლონდონის "ტოტენჰემიდან"მადრიდის "რეალშიგადავიდა.

უელსელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბმა" სარეკორდო თანხად 100 მილიონ ევროდ იყიდა. თუმცა ბეილის საბაზრო ფასი transfermarkt.de- აზრით გაცილებით ნაკლებია. ფაქტია, რომ "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა აშკარად სხვებზე მეტი იცის, როგორც ეს გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმაც აღნიშნა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა მას ბეილის ტრანსფერი შეფასება სთხოვეს.

ახლა კი "რეალის" რიგებში ორი ისეთ ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც ყველაზე ძვირ მოთამაშეთა ხუთელში შედის.

ბეილისა და რონალდოს საერთო საბაზრო ღირებულების ჯამი იმდენია, რომ ამ თანხად თავისუფლად შეგიძლიათ იყიდოთ საფეხბურთო კლუბი პოლონეთში, რუმინეთში ან ჩეხეთში, საქართველოში კი ალბათ ერთბაშად 20 კლუბს იყიდით.

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგს, რომელიც transfermarkt.de- მიხედვით მოვამაზადეთ.

არ დაგავიწყდეთ ჩემპიონთა ლიგა 17 სექტემბერს იწყება.

1.
ლიონელ მესი (ბარსელონა) - 120 მილიონი ევრო
2.
კრიშტიანო რონალდო (მადრიდის რეალი) - 100
3.
გარეთ ბეილი (მადრიდის რეალი) - 65
4.
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) - 65
5.
ედინსონ კავანი (პსჟ) - 60
6.
უეინ რუნი (მანჩესტრ იუნაიტედი) - 50
7.
ნეიმარი (ბარსელონა) - 50
8.
თომას მიულერი (მიუნხენის ბაიერნი) - 45
9.
მარიო გიოტცე (მიუნხენის ბაიერნი) - 45
10.
ხუან მატა (ლონდონის ჩელსი) - 45
11.
სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა) - 45
12.
ჰალკი (სანკტ-პეტერბურგის ზენიტი) - 45
13.
რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 45
14.
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) - 45
15.
ფრანკ რიბერი (მიუნხენის ბაიერნი) - 42
16.
ედენ აზარი (ლონდონის ჩელსი) - 42
17.
მესუთ იოზილი (ლონდონის არსენალი) - 40
18.
სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 40
19.
სერხიო რამოსი (მადრიდის რეალი) - 40
20.
ტიაგო სილვა (პსჟ) - 40
21.
ბასტიან შვაინტაიგერი (მიუნხენის ბაიერნი) - 40
22.
დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი
) - 40 

No comments: