„BMW“ კარბონის ბორბლის დისკების შექმნას დაიწყებს
კომპანია უახლოესი 2 წლის განმავლობაში ისეთი ბორბლის დისკების სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს, რომლებიც ნაწილობრივ კარბონისაგან იქნება დამზადებული.
„Auto Express“-ის ცნობით, ახალი ტექნოლოგია ელექტრომობილ „i3“-სა და ჰიბრიდულ სპორტქარ „i8“-ის შექმნის პროცესში გამომუშავდა.
სერიული წარმოებისათვის განკუთვნილი დისკი კარბონის ე.წ. რგოლისა და ალუმინის შენადნობის ჩხირებისაგან შედგება. ასეთი შეხამება საშუალებას იძლევა, ბორბლის წონა ტრადიციული წესით დამზადებულ ბორბალთან შედარებით 25 პროცენტით შემცირდეს.
როგორც კომპანიაში მსუბუქი ნაწილების და კონსტრუქციების დამზადებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ფრანც შტორკენმაიერმა გამოცემას განუცხადა, კარბონის დისკები მის ტრადიციულ ანალოგთან შედარებით მაგარი და გამძლეა. გარდა ამისა, მათზე გაჩენილი ნაკაწრების მოშორება უფრო ადვილია, ვიდრე ალუმინისაზე.
ტოპ-მენეჯერის თქმით, „BMW“-ში აპირებენ, რომ კარბონისაგან საჭის ჩონჩხიც დაამზდონ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასეთი საჭე ლითონის საფუძველზე შექმნილი საჭისაგან არაფრით განსხვავდება.
No comments:
Post a Comment