add by be news

ახალი ჯარიმები ამოქმედდა


ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ახალი ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ძალაში შევიდა.

კოდექსს დაემატა 583 მუხლი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, ან/და მის ნაპირთან, წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე, გამოიწვევს სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლს დაემატება 11 ნაწილი. 120-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმა სიგნალი დამონტაჟებულია შს მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით (სპეციალური ნებართვის გარეშე), ხოლო 120-ე მუხლის 11 ნაწილი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევის წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში და 6 თვით მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებას, დღეს მოქმედი კანონმდებლობით იწვევს პასუხისმგებლობას – 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. აღნიშნული მუხლი შინაარსობრივად გაიმიჯნა. 123-ე მუხლის I ნაწილი შეიცვალა და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი მიატოვებს შემთხვევის ადგილს ან ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაადგილებს შემთხვევის ადგილიდან, ასეთ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 250 ლარის ოდენობით, ხოლო 123-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 123-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში და გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 125-ე მუხლს დაემატა მე-63 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის (მაგ: ინვალიდი, ყრუ, ბავშვები…) დამაგრების წესების დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 1271-ე მუხლს დაემატა 11 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

No comments: