add by be news

ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა


ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვაუკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიუევმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 
როგორც ანდრეი კლიუევმა სააგენტო "Unian"-ს განუცხადა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მან 23 თებერვალს, ყირიმში ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრისას დაწერა და პრეზიდენტს პირადად გადასცა. 
მისივე თქმით, მან არაფერი იცოდა ძალადობრივი სცენარის მომზადების შესახებ და ფაქტობრივად, არ მონაწილეობდა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში. 
ამასთან, "ინტერფაქს უკრაინა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლიუევის პრესმდივნის, არტიომ პეტრენკოს განცხადებით, კიევთან ახლოს მდებარე კლიუევის სახლზე შეტევა მიიტანეს, რომლის დროსაც ის დაიჭრა. 
უკრაინული მედიის ცნობით, ავსტრიაში ანდრეი კლიუევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ფულის გათეთრებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. 

No comments: