add by be news

ივანიშვილმა თანასოფლელების დახმარება შეწყვიტა

საჩხერის საავადმყოფო, რომელიც მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებოდა, უფასო ახალი წლიდან აღარ არის. ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ საავადმყოფოს თავად ყოფილი პრემიერი  აფინანსებდა. პაციენტთა მომსახურების ხარჯებს სადაზღვევო კომპანია „ქართუ“ იხდიდა დღეს კი  ის სახელმწიფო პროგრამამ ჩაანაცვლა, რომელიც საყოველთაო დაზღვევას გულისხმობს. ამის მიზეზს ჯანდაცვის სამინისტროში იმით ხსნიან რომ მხოლოდ ქართუ ვერ იქნებოდა სხვა პირობებში, სახელმწიფოში ყველა კომპანიას ერთი პირობა უნდა ჰქონდეს

„ქართუს დაზღვეულები როგორც არქიმედეს დაზღვეულები გადმოვიდნენ სახელმწიფო ჯანდაცვაში. ქართუს ბენეფიციარები არიან ამჟამად ახალი წლიდან სახელმწიფო ჯანდაცვაში. მარტო ერთი ქართუ იყო სხვა პირობებით და სახელმწიფოში ყველა ერთნაირ პირობებში უნდა იყოს, ეს ადრე ხდებოდა სხვადასხვა პირობებში როცა იყვნენ." - განუცხადეს „პირველ რადიოს“ ჯანდაცვის სამინისტროში. საავადმყოფოში მარტო საჩხერეში მცხოვრებლებს შეეძლოთ მკურნალობა რომელსაც  ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა

No comments: