add by be news

სამედიცინო სენსაცია! შექმნილია ხელოვნური ნაწლავები

სამეცნიერო სამყაროში სენსაციური ცნობა გავრცელდა: მკვლევარებმა პირველად მედიცინის ისტორიაში მოახერხეს ღეროვანი უჯრედებიდან გამოეზარდათ მოფუნქციე შინაგანი ორგანო. იაპონელი მეცნიერების რევოლუციური აღმოჩენა სათავეს დაუდებს მძიმე დაავადებების მკურნალობის პრინციპულად ახალი მეთოდების შემუშავებას. 


მეცნიერთა ჯგუფმა პროფესორ ესიუკი ნაკადზიმას ხელმძღვანელობით (ნარას პრეფექტურის სამედიცინო უნივერსიტეტი, იაპონია) შეძლო შეექმნა ადამიანის ნაწლავის ფრაგმენტი. ექსპერიმენტული სამუშაოს შესრულებისას კვლევაში მონაწილე პაციენტიდან აღებული ღეროვანი უჯრედი სპეციალისტებმა მოათავსეს სპეციალურ ხსნარში და გაამრავლეს 6 დღის განმავლობაში. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. შედეგად მეცნიერებმა მიიღეს ადამიანის ნაწლავის მოფუნქციე უბანი, რომელსაც შეეძლო შეკუმშვა და საკვების გადაადგილება. ნაწლავის ფრაგმენტმა მთლიანად შეინარჩუნა საწყისი მასალისათვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციური თავისებურება - კუნთების, ლორწოვანის, ნერვული უჯრედების სტრუქტურა და ..
პროფესორმა ესიუკი ნაკადზიმამ გააკეთა განცხადება იაპონური მედიასათვის. მასში კერძოდ ლაპარაკია იმაზე, რომ ახალი აღმოჩენა შეიძლება გამოყენებული იქნას სპეციფიკური დაავადებების წარმოშობის კვლევისათვის, რაც დაეხმარება მეცნიერებს მკურნალობის ახალი მეთოდების მოძიებაში.
მკვლევარები გეგმავენ, ჩატარებული სამუშაო საფუძვლად დაუდონ ადამიანის შინაგანი ორგანოების შექმნას. დღეისათვის ექსპერიმენტული სამუშაო გრძელდება და მეცნიერთა იგივე ჯგუფი ცდილობს გაარკვიოს, ხომ არ მოხდება მათ მიერ მიღებული ნაწლავის ფრაგმენტის გადანერგვის შემთხვევაში ტრანსპლანტატის მოცილება. 
კვლევის შედეგების საყოველთაო განხილვა მოხდება ქალაქ ხიროსიმაში იაპონიის რეგენერაციული მედიცინის საზოგადოების შეკრებაზე, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია .. 18 მარტს.






No comments: