add by be news

უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მალე მოაწერს ხელს

”ნოვი რეგიონის” ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უახლოეს თვეების განმავლობაში აპირებს.გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 25 მაისამდე მოეწერება. შეთანხმებას კი ხელს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი მოაწერს.თუმცა, პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა რადოსლავ სიკორსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოეწეროს.შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ევროინტეგრაციის მომხრეთა გამოსვლები 21 ნოემბერს დაიწყო-ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს აღარ მოაწერდა.

No comments: