მე ვარ პუტინის და მისი ოლიგარქის ივანიშვილის პატიმარი არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩათვლის, რომ ივანიშვილი შურისძიებას არ მიპირებდა", - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოს დატოვებამდე გაკეთებული განცხადების დროს აღნიშნა.
მისი თქმით, ივანიშვილმა შურისძიება 2003-2004 წლებიდან დაიწყო, როდესაც ივანიშვილმა მას და ადეიშვილს ბინის ჩუქება შესთავაზა, თუმცა უარი თქვეს.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მან წლების განმავლობაში ივანიშვილის მხრიდან შეთავაზებულ სხვა საჩუქრებზეც უარი თქვა.
"მე და ადეიშვილს მან ბინის ჩუქება შემოგვთავაზა და ორივეს სახელით მე უარი ვთქვი. ის ფაქტი, რომ დღეს ყველა მთავრობის წევრი ამაზე თანახმაა, იმის ნიშანია, რომ გაგრძელდება რუსი ოლიგარქების პრაქტიკა. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ხნის განმავლობაში გვებრძოდა ორი რუსი ოლიგარქი - ბადრი პატარაკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ჩვენს წინააღმდეგ დიდი ფული და დიდი გავლენა იყო. ამ ორი ადამიანის მეშვეობით პუტინი ცდილობდა ამას. არც ერთი არ მალავდა, რომ მთავარი სამიზნე ჩვენ ვიყავით. ამ ადამიანმა კვლით და გატაცებით ნაშოვნი ფული ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა. ბევრი ადამიანი იძულებულია შეასრულოს გამომძიებლის, მოსამართლის როლები, თუმცა დარჩა ბევრი ადამიანი, ვინც უძლებს დიდ საფრთხეებს და პრინციპულად დგას თავის პოზიციაზე", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი რაც გააჩნია, მისი სიამაყეა.
ვანო მერაბიშვილმა ოჯახის წევრებს ბოდიშიც მოუხადა. "ბოდიში ჩემს მშობლებს, ვარ უმადური შვილი და ბოდიში ჩემს შვილებს, რომ ვარ ეგოისტი მამა, თუმცა მე ყველაზე საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრე", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ამაყობს მისი წარსულით და წინა ხაზზე იდგა ნორმალური ქვეყნისთვის ბრძოლაში.
"მე ვარ პუტინის და მისი ოლიგარქის ივანიშვილის პატიმარი. ყველაზე კომფორტულ ადგილას ვარ, სადაც შეიძლება იყოს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
მისივე თქმით, მას პირადად შური არასოდეს არავისზე უძიებია და ამას არც მომავალში აპირებს.
ვანო მერაბიშვილი მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს, შურისძიება არც მათ არასდროს ჩაიდონ გულში.
"შური არასოდეს მიძიებია, იმიტომ რომ ეს არ მახასიათებს, თუმცა ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობები მაწუხებს. ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება კი, რომელიც არანაირ რეფორმას არ ატარებს, სწორედ შურისძიებით არის დაკავებული", - დასძინა მან.

No comments:
Post a Comment