შეირაღებულმა პირებმა სიმფეროპოლის აეროპორტის ტერიტორია დატოვეს. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. თითქოს შეიარაღებული პირები აეროპორტის აღებას აპირებდნენ.
აეროპორტის ტერიტორიაზე 50-მდე შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომლებსაც ხელში რუსული დროშები ეჭირათ.
მათ სცადეს აეროპორტის აღება, რადგან ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იქ "უკრაინული დესანტი" უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, როდესაც ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, შეირაღებულმა პირებმა ბოდიში მოიხადეს და აეროპორტის შენობა დატოვეს.
No comments:
Post a Comment