add by be news

იანუკოვიჩის მანქანა დაცხრილეს

იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ,,ჩემი მანქანა დაცხრილეს, მაგრამ მე შიში არ მაქვს. მე მხოლოდ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, - აღნიშნავს იანუკოვიჩი. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პრეზიდენტის ესკორტი აეროპორტისკენ ხარკოვში გასამგზავრებლად მიემართებოდა.
იანუკოვიჩმა ოპოზიცია 30-იანი წლების ნაცისტებს შეადარა. მისივე თქმით, რადას ექსსპიკერი ვლადიმერ რიბაკი ნაცემია, ,,ის ცემეს მაშინ, როცა ჩემთან მოდიოდა. გზად მისი მანქანაც დაცხრილეს. მან ჩემთან ერთად გამგზავრება მთხოვა. მე ის დონეცკში სამკურნალოდ გავუშვი“. იანუკოვიჩის განმარტებით, ასეთივე ექსცესებს ჰქონდა ადგილი სხვა ოფიციალური პირების მიმართაც. ,,ყველაფერი, რაც ახლა პარლამენტში ხდება - ეს ბანდიტიზმია. ეს ოპოზიცია კი არა, ბანდიტები არიან და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც რადაში ღებულობენ, უკანონოა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ის არ აპირებს არცერთ იმ კანონის ხელმოწერას, რომელიც რადამ მიიღო ,,და არც გადავდგები“, - განაცხადა იანუკოვიჩმა. მისივე თქმით, ის უკრაინაში რჩება და არსად გამგზავრებას არ აპირებს, ,,მე კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ და მე საერთაშორისო საზოგადოებამ უსაფრთხოების გარანგიები მომცა“. მან ამ გარანტიების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ხარკოვში იმყოფება და ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით გეგმავს გადაადგილებას.

No comments: