add by be news

ბროწეულის ექსტრაქტი ახალგაზრდობის ახალი წყაროა

ბროწეულს შეუძლია დაგვიცვას გულის დაავადებებისაგან, შეამციროს სტრესის სიმწვავე და სექსუალური ცხოვრებაც კი გააუმჯობესოს. ამ ცოტა ხნის წინათ მეცნიერებმა ბროწეული აღიარეს ახალგაზრდობის გახანგრძლივების საუკეთესო წყაროდ. აღმოჩნდა, რომ საკვებად ბროწეულის ექსტრაქტის ყოველდღიური გამოყენება ანელებს დნმ-ის დაბერების პროცესს.


ეს დამტკიცებული იქნა 60 მოხალისის გამოკვლევის შედეგად. ისინი ერთი თვის განმავლობაში კაფსულის სახით იღებდნენ მთლიანი ბროწეულისაგან მიღებულ ექსტრაქტს. მეცნიერები დოქტორ სერჯიო სტრეინტერბერგერის ხელმძღვანელობით აკვირდებოდნენ ქიმიური შენაერთების აქტივობის მდგომარეობას მოხალისეთა სხეულში და ადარებდნენ მათ საკონტროლო ჯგუფიდან მიღებულ ანალოგიურ მონაცემებს.

ამრიგად, აღმოჩენილი იქნა ისეთ უჯრედულ დაზიანებებთან დაკავშირებული 8-Oxo-DG მარკერის მნიშვნელოვანი დაქვეითება, რომლებსაც შეუძლიათ ტვინის, ღვიძლის, თირკმელების მუშაობის დარღვევებისა და კანის დაბერების პროვოცირება. კერძო ესპანური ლაბორატორიის ProbelteBio- თანამშრომლების აზრით, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში უჯრედებში ხდებოდა დნმ-ის დაჟანგვის შენელება. ცნობილია, რომ ბროწეული მდიდარია А, С, Е ვიტამინებით, რკინით და ანტიოქსიდატებით, რომლებიც ახდენენ თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას.

No comments: