add by be news

"პუტინმა ჩემზე და იულია ტიმოშენკოზე პორნოგრაფიული ფილმი გაადაღებინა"– რას ყვება მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ საქართველოს ბედი წყდება. ექს–პრეზიდენტის განმარტებით, "უკრაინას რომ კისერი მოუგრიხონ, ჩვენს ქვეყანას მომავალი საერთოდ არ ექნება". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ს ეთერში განაცხადა.



მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს ისევ ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებაზე დასმულ შეკითხვასაც პასუხობს და აცხადებს, რომ ახლა ქვეყანაში ბევრი ახალი ლიდერი გამოჩნდა. 

"იულია ტიმოსენკოსთან მე მაკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და ურთიერთობა. 2004 წელს პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერის რანგში მან განახორციელა საქართველოში. პუტინმა ამაზე პორნოგრაფიული ფილმიც გაადაღებინა, ჩემზე და იულიაზე. იულია ტიმოშენკო დაბრუნდა სხვა უკრაინაში. ის იყო ციხეში პოლიტიკური ბრალდებით, მოგონილი ბრალდებით. იულია ნიჭიერი ქალია ძალიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ახალი ლიდერი გამოვიდ. მთავარი ლიდერები დღეს დგანან ქუჩაში, მე ამ ხალხთან ვურთიერთობ. მათ ზუსტად იციან, რა უნდათ, როგორ გაატარონ რეფორმები, მათთან მუშაობს პოლიცია, საგადასახადო სამსახურები. ყველა ლიდერს თამაშის ახალი წესებით მუშაობა მოუხდება",– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

No comments: