უნიკალური ვაქცინა, რომელიც ნარკომანებს გაათავისუფლებს ჰერონისიდმი დამოკიდებულებისაგან, დატესტირებული იქნა ცხოველებზე სკრიპსის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნული ვაქცინა "ასწავლის" ორგანიზმის იმუნურ სისტემას, შეაჩეროს ჰეროინის გადამუშავება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნარკოტიული თრობა.
კვლევის წამყვანი ავტორი კიმ იანდი ამბობს: "ნარკოტიკების საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების დროს მე არასდროს არ მინახავს ასეთი ძლიერი იმუნური პასუხი. იმედი მაქვს, რომ ეს ვაქცინა გახდება ეფექტური თერაპიული საშუალება მათთვის, ვინც ცდილობს გათავისუფლდეს ჰეროინზე დამოკიდებულებისაგან".
უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ადრე იანდისა და მისი კოლეგების მიერ შემუშავებული იქნა ვაქცინები კოკაინის, მეტამფეტამინისა და ნიკოტინის წინაღმდეგ. ეს ვაქცინები მიმართული იყო იმისკენ, რომ აეძულებინათ იმუნური სისტემა ნარკოტიული ნივთიერების მოლეკულის საიდენტიფიკაციოდ და მოეხდინათ მისი მეტაბოლიზმის ბლოკირება. ეს ვაქცინები ამჟამად გადიან კლინიკურ გამოცდებს.
რაც შეხება ვაქცინას ჰეროინის წინააღმდეგ, მისი შექმნისას მეცნიერები წააწყდნენ მთელ რიგ სირთულეეებს. უპირველეს ყოვლისა, ჰეროინი ორგანიზმში სწრაფად იშლება რამდენიმე ფსიქოაქტიურ ნივთიერებად. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მეცნიერებმა გამოიყენეს დინამიური მიდგომა. ისინი ცდილობდნენ იმუნური სისტემა აეძულებინათ ემოქმედა არამარტო საკუთრივ ჰეროინზე, არამედ მის წარმოებულებზეც - 6-აცეტილმორფინზე და მორფინზე, რომლებიც ადვილად აღწევენ ტვინში.
სტრუქტურით ჰეროინის მსგავს ჰაპტენის მოლეკულებზე მიმაგრებული იქნა ჰემოციანინის საფუძველზე სპეციალურად შექმნილი ცილა KLH. მიღებული მოლეკულები შეურიეს დამხმარე ნივთიერებას. ამის შედეგად ორგანიზმში ვაქცინის მოლეკულები ნელა იშლებოდა, წარმოქმნიდა რა 6-აცეტილმორფინისა და მორფინის მსგავს ნივთიერებებს, ამის საპასუხოდ იმუნურმა სისტემამ ისწავლა ანტისხეულების პროდუცირება.
ვაქცინა წარმატებით იქნა გამოცდილი ვირთაგვებზე (მათ სწრაფად გამოუმუშავდათ პოლიკლონური ანტისხეულები, ვირთაგვებს ვაქცინირების შემდეგ ნაკლებად აღენიშნებოდათ ლტოლვა ნარკოტიკების მიმართ და ასევე უფრო ნაკლები იყო ნარკოტიული თრობის ხარისხი). ამან საშუალება მისცა მეცნიერებს დაედგინათ, რომ ჰეროინის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს ანიტისხეულების გამომუშავებას მხოლოდ ჰეროინისა და 6-აცეტილმორფინის წინააღმდეგ და არა ოპოიდური ჯგუფის სხვა ნარკოტიკების წინააღმდეგ, როგორიცა მეტადონი ან ნალოქსონი.
No comments:
Post a Comment