მამაკაცებს აქვთ პატარ-პატარა საიდუმლოებები,რომლებიც აკომპლექსებს მათ.ეს შეიძლება იყოს გარეგნობა,მატერიალური მხარე, ან სხვა...
ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენელს ფიზიკურობასთან დაკავშრებით არანაირი კომპლექსი არ აქვს, მას შეიძლება რაიმე ნაკლიც ჰქონდეს, თუმცა კომპლექსი არ ექნება. ვერძ მამაკაცს ყველაზე მეტად აკომპლექსებს კარიერასთან დაკავშირებული პრობლემები, ის მთლიანად ორიენტირებულია საქმეზე და გასართობად დრო ნაკლებად რჩება.
კურო
კურო მამაკაცს აკომპლექსებს წარმატებული ადამიანების ყურება, უნდა, რომ ისიც მათსავით ენერგიული, წარმატებული და აქტიური იყოს, თუმცა, მისი სურვილი ხშირად არ მართლდება, რადგან კურო ძალიან ზარმაცია და ეს უკანასკნელი სძლევს მას რაიმე საქმის განხორციელების დროს.
ტყუპები
ყველას ჰგონია, რომ ტყუპი მამაკაცი გამოცდილია ქალთან ურთიერთობაში, თუმცა მის ყველაზე დიდ კომპლექსად სწორედ ეს არის მიჩნეული. ტყუპებს, თავდაპირველად, უჭირთ გახსნა და სიმორცხვე ხანდახან სძლევთ ხოლმე,თუმცა, ეს ყოველივე გარეგნულად შეუმჩნეველია.
კირჩხიბი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის კომპლექსები ძირითადად მის გარეგნობასთან არის დაკავშირებული. კირჩხიბს ძალიან უჭირს თავისი სხეულის ამოჩენა, მას ამის გამო ქალებთან ურთიერთობაც უჭირს, რადგან აკომპლექსებს თავისი სიდაბლე ან სიმსუქნე. ასტროლოგები მათ ურჩევენ, რომ გახდნენ უფრო მეტად გაბედულები და საკუთარი გარეგნობის არ შერცხვეთ.
ლომი
ლომი მამაკაცის ყველაზე დიდი კომპლექსი ის არის, რომ მათი ფიზიკური მონაცემები სრულიად არ ემთხვევა მათ შინაგან სამყაროს. მაგალითად, მამაკაცი რომელიც არის გამხდარი, შეიძლება შინაგანად ძლიერი იყოს, ან პირიქით. მათ სწორედ ეს აკომპლექსებთ და ცდილობენ ისეთები გამოჩნდნენ საზოგადოებაში, როგორებიც შინაგანად არიან, თუმცა ეს საკმაოდ რთული ხდება ხოლმე მათ შემთხვევაში.
ქალწული
თუ ქალწული მამაკაცის კომპლექსების გამოკვლევას შეეცდებით ტყუილად დახარჯავთ დროს, რადგან ამ ნიშანს კომპლექსები არ აწუხებს, ის ყველაფერს სააშკარაოდ აჩენს და ავლენს, არაფერს არ მალავს და ცდილობს თავისი ნაკლი გამოასწოროს ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანით.
სასწორი
სასწორ კაცს კომპლექსები არ აქვს. ის თვლის, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ნაკლი და დამალული, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა აგამოწორდეს. სასწორ მამაკაცს ხანდახან თავის თავში რაიმე არ მოსწონს ხოლმე, თუმცა ძალიან მალე ავიწყდება თავისი ნაკლოვანებები. მის ერთადერთ კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ხელოვნებასთან დაკავშირებით არანაირი ნიჭი არ გააჩნია.
მორიელი
მას ყოველდღიური ყოფითი პრობლემები არ მიაჩნია მნიშვნელოვად. ის არ ცხოვრობს კომპლექსებისთვის. კირჩხიბი მამაკაცი თვლის, რომ თუ მას ექნება ცოტაოდენი სიყვარული, საშუალოზე დაბალი ხელფასი და ვიზუალიც საშუალო დონეზე იქნება, მაშინ კომპლექსი რა საჭიროა, ის უბედნიერესი იქნება.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის კომპლექსია ქალები და მათთან დაკავშირებული პრობლემები. მშვილდოსანი მთელი ცხოვრების მანძლილზე ცდილობს უფრო ძლიერი იყოს და დიდი როლი შეაასრულოს ქალის ცხოვრებაში, თუმცა, მცდელობების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებს ამას.
თხის რქა
მათი კომპლექსები უფრო სოციალურ მდგომარეობას ეხება. თხის რქა მამაკაცი ზედმეტად სერიოზული და ჩაფიქრებულია ყოველთვის. ის ფიქრობს სოციალურ, მატერიალურ პრობლემებზე და ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრის გზები იპოვნოს.
მერწყული
მერწყულ მამაკაცს ძალიან ადარდებს სხვების აზრი მის შესახებ. მისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს სხვა მის გარეგნობაზე, სამსახურზე, ან, თუნდაც, მის შეყვარებულზე. მერწყული მამაკაცი კომპლექსდება, როდესაც სხვა ადამიანი უკმაყოფილია მისი რაიმე ქმედებით.
თევზები
თევზები მამაკაცებიც და ქალებიც მოკლებულნი არიან თავდაჯერებულობას. მათ აკომპლექსებთ გარეგნობაც, კარიერაც და ყველაფერი, რითაც შეიძლება ადამიანი დაკომპლექსდეს. არასდროს არ არიან თავიანთ თავით კმაყოფილნი. თუნდაც სხვამ არ მისცეთ შენიშვნა, მაინც მიაჩნიათ,რომ არასწორად იქცევიან.
No comments:
Post a Comment