საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებმა „ოლიმპიკის" აუზში ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველ შეხვედრაში თურქეთს უმასპინძლა და 8:4 დაამარცხა.
თურქეთი ევროპული საზომებით გრანდს არ განეკუთვნება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ასპარეზობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ოთხბურთიანი უპირატესობა კარგი საბაბია განმეორებით შეხვედრაში წარმატებისთვის.
იმ შემთხვევაში თუ 1 მარტს, სტამბოლში, განმეორებით შეხვედრაში საქართველო ოთხბურთიან უპირატესობას არ გაანიავებს, ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის გუნდი ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატის (13-26 ივლისი) საგზურს დაისაკუთრებს.
საქართველოს ნაკრები: ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე), ბექა კაპანაძე (მეკარე), ზურაბ რურუა (კაპიტანი), გიორგი ხვედელიანი, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო იელაჩა, რეზო ჩომახიძე, მიხეილ ბაღათურია, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინკო ფრანიჩევიჩი.
No comments:
Post a Comment