ვიკა მაგარია
ამბავი, რომელსაც ახლა გაიგებთ, შეიძლება ბანალური გეჩვენოთ, იტყვით, საყვარელი და არაოფიციალური შვილი ვის არ ჰყოლიაო, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე მთავრობის ერთ-ერთ თვალსაჩინო სახეს, საჯარო პირს, მინისტრს ეხება.
დემოგრაფიისთვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად ჯდება მორალურ ჩარჩოებში, თავად განსაჯეთ.ამბავი, რომელსაც ახლა გაიგებთ, შეიძლება ბანალური გეჩვენოთ, იტყვით, საყვარელი და არაოფიციალური შვილი ვის არ ჰყოლიაო, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე მთავრობის ერთ-ერთ თვალსაჩინო სახეს, საჯარო პირს, მინისტრს ეხება.
გარემოს დაცვის მინისტრს გოგა ხაჩიძეს პირველი არხის რუსული "მოამბის" წამყვანთან ვიქტორია კონოვალოვასთან შვილი ჰყავს.
საყვარლობიდან დედობამდე
ვიკამ მიზანს მიაღწია, ხაჩიძე ცოლს გააშორა. მიზნის მისაღწევად კი აპრობირებული ხერხი, საყვარელი მამაკაცისგან დაორსულება აირჩია. უხერხულობა არც გოგას უგრძნია და ჯერ კიდევ ცოლიანმა საჯარო პირმა იატაკქვეშა ცხოვრება ვიკას დაუკავშირა. ამ დროს გოგა ოფიციალური ცოლისგან შვილს ელოდებოდა, ისევე, როგორც ვიკასგან. ორსულობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ექსკლუზიურად "პრაიმტაიმისთვის" გულახდილი ინტერვიუ ვიქტორია კონოვალოვასთან:
- კი, მე მყავს გოგასგან შვილი, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთად ვართ, მაგრამ გათხოვებას არ ვაპირებ, ისედაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მე ვიყავი გათხოვილი ოდესღაც, გოგასაც ჰყავდა ოდესღაც ცოლი... არ ვაპირებთ ჯერჯერობით, არა.
- გოგას ცოლი ჰყავდა და თქვენ იმ დროს იყავით ორსულად?
- დიახ, მეუღლეს მაშინ დაშორდა, რაც ბავშვი გაგვიჩნდა.
- ესე იგი, თქვენ გახდით მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
- ალბათ.
- ერთდროულად იყავით ორსულად თქვენ და ხაჩიძის ცოლი?
- დიახ, პატარა სხვაობაა ბავშვებში, გოგასთან კი ამჟამად არაოფიციალური ურთიერთობა მაქვს.
- რატომ არ აძლევთ ოფიციალურ სახეს?
- რატომ? ბავშვს გვარი აქვს, ჩვენ არანაირი პრობლემა არა გვაქვს ერთმანეთის ნახვის, ხელმოწერა ხომ არ არის მთავარი?
- როცა ცოლი ჰყავდა, უხერხულად არ გრძნობდით თავს? საყვარლის სტატუსი თქვენთვის მისაღები იყო?
- იცი, რა? მე გოგა მიყვარს და როდესაც გიყვარს ადამიანი, რაღაც-რაღაცებზე აღარ ფიქრობ, ეს სიყვარული ორმხრივია.
- როდის შეგიყვარდათ ასე?
- ამ ისტორიაზე, ამ პერიოდზე არ მინდა საუბარი.
"ვიკა მაგარიააააააააააა"
ვიკასთან ურთიერთობას აღარც გოგა ხაჩიძე მალავს და ამბობს, რომ ვიკასთან შვილი ჰყავს, თუმცა მის ცოლად მოყვანას არ აპირებს.
გოგა ხაჩიძე: "დიახ, მე მყავს შვილი ვიკასთან, მაგრამ არავის ცოლად მოყვანას არ ვაპირებ. ცოლს ოფიციალურად გაშორებული ვარ".
ვიკა ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ერთთოთახიან ბინაში ცხოვრობს.
გოგა ხაჩიძის უკვე ყოფილი ცოლი მაკა აბაშმაძეა, შალვა რამიშვილის ცოლისდა. სხვათა შორის, გოგამ ვიკა რამიშვილის ტელევიზიაში, "202"-ში გაიცნო. მაშინ გოგას ცოლი უკვე ჰყავდა. ხაჩიძე-აბაშმაძის ოჯახი 13 წელს ითვლის, მათი პირველი შვილი სწორედ ცამეტი წლისაა, მეორე კი, ისევე, როგორც ვიკასი, 2 წლის.
მაკა აბაშმაძე დღეს ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს: "მათგან განსხვავებით, მე ამ თემაზე ხმამაღლა არ ვილაპარაკებ. არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ".
ხაჩიძე ერთ დროს პოპულარული ჯგუფის "სახის" წევრი იყო. მუშაობდა "202"-ში, მოეწონა სურამელ ბიჭს სექსუალური გოგო და რა ექნა? სხვათა შორის, იქნებ გახსოვთ კიდეც, ვიკა ის ცეცხლოვანი ვიქტორიაა, რომელიც "202"-ის ეკრანიდან ვნებიანად იყურებოდა, თითქმის შიშველი.
მაკა აბაშმაძისგან განსხვავებით, ვიკა კონოვალოვა დღეს უფრო გულახდილია. რასაც მანამდე მთელი ამ ხნის განმავლობაში მალავდა, დღეს თამამად ამბობს. მისი გათხოვების ამბავი დაახლოებით ორი წლის წინ გავრცელდა. ამბობდა, გერმანიაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ვინმე გოგოლაძეს გავყევიო, მაგრამ მისი ქმარი თვალით არავის უნახავს. რას ნახავდნენ, გოგოლაძე ამ შემთხვევაში გოგა ხაჩიძე იყო, მეორე "სახით".
სურამის ბირჟიდან ხელისუფლებამდე – სკანდალური მინისტრის დოსიე
ვიკა უფრო მაგარია თუ მიშა? გოგა ხაჩიძე ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას ისეთი აღფრთოვანებული იყო სააკაშვილით, რომ მას საგანგებო სიმღერაც კი მიუძღვნა: "მიშა მაგარია". ახლა კი მაგარი ვიკაა. ეხერხება ამ კაცს ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება... თუმცა პარალელურად ისეთ სკანდალებში ეხვევა, რომ, წესით, ეს აღარ ესიამოვნებათ.
ბოლო სკანდალს პირობითად "ვიკა მაგარია" დავარქვით, ბოლოსწინა კი 2008 წლის დეკემბერში, ლესელიძეზე ეკლესიის კარის შემტვრევას უკავშირდება. ხაჩიძემ ეს ფაქტი უარყო.
გოგა ხაჩიძე: "აბსურდია, გამოსროლილი ტალახის გამო მე მიწევს თავის მართლება, ამ ეკლესიის კარი შეამტვრიეს, თუ რა ქნეს, არ ვიცი... ეზოში ვიდექი და ვსაუბრობდი, მოვიხედე და ვნახე, რომ ხალხი შედის ეკლესიაში".

No comments:
Post a Comment