add by be news

რას აპირებენ ინტერპოლით ძებნილი ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე

 ყოფილი ჩინოვნიკები სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ.
,,საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აბაშიძის მიმართ 2005 წლის 6 ივლისს სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფო სახსრების დატაცების ბრალდებით. ამავე წლის 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და აბაშიძის ოჯახის ქონება დააყადაღა. მას 15 წლით თვისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ძებნილად გამოცხადდა. აბაშიძეს ბრალად დაედო ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობა... ასლან აბაშიძემ ევროსასამართლოში იჩივლა და საბოლოო განაჩენს ელოდება. ის მზადაა, ქვეყანაში დაბრუნდეს’’_ წერია სტატიაში. ,,საქართველოში დაბრუნებას აპირებს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძეც, რომელიც ასევე ძებნილია და მას ბრალად ედება ქრთამის აღება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. მას სასამართლომ დაუსწრებლად 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მამალაძე აცხადებს: ,, გამოჩნდა შანსი რომ სიმართლე ითქვას და ყველა ადამიანს მიეცეს თავის მართლების, იმ წნეხიდან გამოსვლის საშუალება, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ ჩამოაყალიბა. დადგა დრო, როდესაც სამართალს თავისი შეფასება ეძლევა. ამის საშუალება ადრე არ იყო. სააკაშვილის დავალებით პროკურატურამ აიღო ჩემი დეკლარაცია, ჩათვალა, რომ რაც იქ მიწერა, ქრთამია, ანუ მე ვიყავი უქონელი და არაფერი არ უნდა მქონოდა. არც ერთი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია. მე ვიდევნებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი’’ _ ციტირებს მამალაძის სიტყვებს გაზეთი ,,ალია’’.
 


No comments: