ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
"რამდენი ადამიანი მახსოვს ვანოს გვერდით. ან მაბარებდნენ გადაეცი, რომ ძალიან გვიყვარს და ა.შ. და დღეს? ყველა ჩუმად არის. ეს არის დრო! მე მრცხვენია თქვენს მაგივრად, მე მიყვარს ვანო."-წერს ნინო ჩხეიძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

No comments:
Post a Comment