იანუკოვიჩის მილიარდები უკრაინაში რეფორმებს მოხმარდება - ექს პრეზიდენტის ქონებას კონფისკაცია ემუქრება
უკრაინის ექს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფული უკრაინის რეფორმებს უნდა მოხმარდეს, ამის შესახებ განცხადება პოლონეთის რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადისლოვ შიკორსკიმ გააკეთა. მისივე თქმით თანხის განკარგვა უკრაინის ახალი მთავრობის მიერ უნდა მოხდეს. შეგახსენებთ რომ "ღირსების რევოლუციის" შედეგად ქვეყანაში მოსულ ახალ ხელისუფლებას სახელმწიფო ხაზინა ცარიელი დახვდა. უკრაინას კი ფინანსური კრიზისის დასაძლევად 50 მილიარდამდე დოლარი სჭირდება. დახმარების ერთ ნაწილს მას ევროკავშირი გამოუყოფს, თუმცა ეს კრიზისის საბოლოოდ დასაძლევად საკმარისი თანხა არ არის.
იანუკოვიჩს ბანკების ანგარიშებზე შენახულ ფულს ართმევენ ვიდეო იხილეთ ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში.
No comments:
Post a Comment