ნაციონალური მოძრაობის წევრმა ქობულეთში, ორ ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით ბრიფინგი გააკეთა.
„ჩვენი ინფორმაციით გაძარცვულია რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მანდარინის გადამამუშავებელი ქარხანა. უამრავი ადამიანი სუბსიდირების გარეშეა დარჩენილი. ქარხანა რეალურად დაკეტილია. რამდენიმე დღის წინ სამინისტროს შეხვედრა ჰქონდა ფერმერებთან, ფაქტიურად სამინისტრომ იქ აღიარა, რომ სუბსიდირება არ გაიცემა და არის პრობლემები. იმის გამო, რომ ციტრუსის სეზონი ჩავარდა, უმაღლეს ხელისუფლებას პასუხი უნდა მოეთხოვოს“- ამბობს რეზო ხარაზი.
რეზო ხარაზმა ახალსოფელში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ციტრუსის საწარმოზეც ისაუბრა.
„ეს საწარმო ბიზნესმენ ოსმან მჟავანაძესა და აჭარის მთავრობასთანაა დაკავშირებული. იქ თანამშრომლებს დღემდე არ მიუღიათ ხელფასი. ჩვენი ვარაუდით ბიზნესის და აჭარის მთავრობის ინტერესები იკვეთება“.
რეზო ხარაზი პროკურატურას მიმართავს, დაინტერესდეს ციტრუსის რეალიზაცებითა და სუბსიდირების გაცემის საკითხების გამოძიებით.
No comments:
Post a Comment