Dailymail-ის ცნობით, გერმანელმა ქიმიკოსებმა უძველესი დელიკატესი აღმოაჩინეს-უძველესი ჩინური ყველი. დელიკატესი 3500 წელი მუმიის სარკოფაგში ინახებოდა, რომელიც არქეოლოგებისათვის უცნობი მიზეზების გამო მკერდთან ყველით დამარხეს.
საფლავი ჩინეთის უდაბნო ტაკლამაკანში ჯერ კიდევ 1930 წელს იპოვეს და რამდენიმე წლის განმავლობაში მუმია ადგილობრივ მუზეუმში ინახებოდა. თუმცა, 1987 წელს ერთ-ერთმა ევროპელმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ მუმია შიგნით აზიური ტიპს არ მიეკუთვნებოდა და იმ დროისათვის ამ ტერიტორიაზე გავრცელებულ ადგილობრივ ტრადიციებთან საერთო არ ჰქონდა.
ეს კი იმ ჰიპოთეზის სერიოზული დამადასტურებელი იყო, რომლის თანახმადაც ჩინეთის მაშინდელ ტერიტორიაზე მაღალი, ”ღია ფერის თმიანი ევროპეოიდელები” ცხოვრობდნენ.
სპეციალისტები მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ძველ საფლავს. ყველამდე კი, ცოტა ხნის წინ მივიდნენ და შედეგები საკმაოდ მოულოდნელიც აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ყველი იმ დროისათვის უჩვეულო გზით იყო დამზადებული-საფუარისა და ბაქტერიების დახმარებით.
No comments:
Post a Comment